ხშირად დასმული კითხვები

  • როგორ უნდა დაგიკავშირდეთ?

    შეგიძლიათ მოგვწეროთ წერილი საიტზე არსებული კონტაქტის ფომიდან, ან დაგვირეკოთ ტელეფონზე: 8 (32) 2440-446
  • სად მდებარეობს Connect.Ge ოფისი?

    ინფორმაცია ჩვენი დატა-ცენტრის ადგილმდებარეობის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე
  • რამდენი ხანია რაც არსებობს კომპანია Connect.Ge?

    ინფორმაცია ჩვენი კომპანიის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე
  • ინფორმაცია დატა-ცენტრის შესახებ:

    ჩვენი ცენტრი აღჭურვილია HP ფირმის საკომუნიკაციო კარადებით, რომელთაც გააჩნია დაშორებული მონიტორინგისა და გაგრილების ავტონომიური სისტემები. კარადებში ჩამონტაჟებულია მონიტორები, შესაძლებელია სერვერების როგორც ლოკალური ასევე დაშორებული მართვა. ცენტრში არსებული კარადები დამოუკიდებელი წყაროდან იკვებება, თვითოეული კარადა დამატებით აღჭურვილია HP და APC ფირმის უწყვეტი კვების წყაროს ბლოკებით. ცენტრში მუდმივად რეგულირდება ტემპერატურა და ტენიანობა. დაცულია სანიტარულ-ტექნიკური ნორმები და სახანძრო უსაფრთხოება.

ხშირად დასმული კითხვები

  • რამდენად სტაბილურია თქვენი სათამაშო სერვერები?

    ჩვენთან არასოდეს არ ყოფილა გაუფრთხილებელი და გაურკვეველი პერიოდით გამორთვები ან რომელიმე სერვერზე ინფორმაციის დაკარგვა-განულება. პროექტი ითვლის ათიათასობით უნიკალურ მომხმარებელს თავისი არსებობის მანძილზე, სერვერების აფტაიმის მაჩვენებელია 99%
  • დაცულია თუ არა სათამაშო სერვერები "ჩეტებისაგან"?

    როგორც სათამაშო მხარე ასევე ყველა სისტემა და სერვერი მაქსიმალურად დაცულია. ჩვენი თანამშრომლების მიერ მუდმივად ხდება ქსელის და სათამაშო სერვერებზე გაგზავნილი პაკეტების მონიტორინგი. სისტემის სუსტი წერტილების პოვნისას მომენტალურად ხორციელდება მათი აღმოფხვრა. მავნე პროგრამების ხმარებისას ხდება აქაუნტის ავტომატურად დაბლოკვა.
  • თამაშისას ხომ არ მექნება ქსელში დიდი დაყოვნება (ping)?

    ჩვენ გვაქვს 24 საათიანი უწყვეტი კავშირი საქართველოს ძირითად ინტერნეტ პროვაიდერებთან პირდაპირი, გიგაბიტიანი არხებით. გვაქვს სუფთა, გარანტირებული გლობალური ინტერნეტის არხი, ვართ საკუთარი ავტონომიური სისტემის და IP მისამართების მფლობელი.
  • სადაა სათამაშო სერვერები განთავსებული?

    ყველა სერვერი განთავსებულია ჩვენს საკუთარ დაცაცენტრში, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და პირდაპირი კავშირებით. დღეისათვის საშუალება გვაქვს დავაკმაყოფილოდ უპრეცენდენტო რაოდენობა ერთდროულად ონლაინში მოთამაშეებისა. გვაქვს წლების მანძილზე 3000+ ონლანის მქონე და ერთროულად რამოდენიმე სათამაშო სერვერების მართვის გამოცდილება.
  • აზრი აქვს თუ არა მოგწეროთ წერილი, პასუხობთ მოთამაშეების შეკითხვებს?

    ყოველდღიურად ასამდე წერილს ვიღებთ მოთამაშეებისაგან. მენეჯერები ყურადღებით განიხილავენ თვითოეულ პრობლემას და არავის ტოვებენ პასუხის გარეშე, ცდილობენ ყველა სურვილი გაითვალისწინონ და მაქსიმალურად დაეხმარონ მოთამაშეებს პრობლემის გადაჭრში.
  • აქცევენ თუ არა მოთამაშეები თამაშის წესებს ყურადღებას?

    გვაქვს პრინციპულად მკაცრი მიდგომა წესების დაცვაზე. ამის გარეშე შეუძლებელია ვუზრუნველყოთ სასიამოვნო სათამაშო გარემო ნებისმიერი ასაკის და სქსესის მოთამაშეებისათვის. გვაქვს თანასწორი დამოკიდებულება ყველას მიმართ, არასდოს არ გვყოლია პროვილეგირებული სათამაშო პერსონაჟები და არ დაგვიშვია არავის მიმართ გამონაკლისი.
  • ატარებთ თუ არა ხშირად ევენტებს?

    მუდმივად ვცდილობთ საინტერესო თამაშგარე და სათამაშო ევენტები შევთავაზოთ ჩვენ მომხმარებლებს: ჩემპიონატები ფეხბურთში, კარტინგებში, ყოველთვიურად ევენტები, ყოველწლიური ტურნირები საუკეთესო მოთამაშეების გამოსავლენად, გათამაშებები, პრიზები და ჯილდოები ...

ხშირად დასმული კითხვები

  • რა არის კოლოკაცია?

    Co-location (კოლოკაცია) — არის სერვერის სისტემური ბლოკის განთავსება პროვაიდერთან, საკომუნიკაციო აპარატურისთვის განკუთვნილ სპეციალურ დაცულ ცენტრში.
  • რისთვის შეიძლება დამჭირდეს კოლოკაცია?

    თუ თქვენ გაქვთ დიდი ინტერნეტ-საიტი, სათამაშო პორტალი, კომპანიის ელ.ფოსტის ან კორპორატიული სერვერი, რომელსაც ემუშავებიან ფილიალები, ან თუ გინდათ გახდეთ დამოუკიდებელი ჰოსტინგ-პროვაიდერი ამისათვის მიზანშეწონილია განათავსოთ სერვერი პროვაიდერთან.

    საკუთარი ფიზიკური სერვერის განთავსება საშუალებას გაძლევთ დამოუკიდებლათ აკონტროლოთ სერვერის დატვირთვა და მიიღოთ მაქსიმალური სისწრაფე, განსხვავებით ვირტუალური საიტების ჰოსტინგისგან, სადაც ერთ სერვერზე ხდება რამოდენიმე ასეული ვებ-გვერდის განთავსება. ასევე საშუალება გეძლევათ გააძლიეროთ და აკონტროლოთ დაცვის მექანიზმები, დაუშვათ მხოლოდ იმ სერვისებით სარგებლობა, რომელიც აუცილებელი თქვენი პროექტის გამართულად ფუნქციონირებისათვის და არა სხვადასხვა ტიპის და დანიშნულების საიტებისთვის.
  • რა განსხვავებაა Tower და Rackmount სერვერებს შორის?

    Rackmount სერვერები განკუთვნილია საკომუნიკაციო კარადაში, Rack-ში, დასამონტაჟებლად. ასეთი ტიპის სერვერების ფორმა და გაგრილების სისტემა არ ითვალისწინებს მათ მუშაობას საყოფაცხოვრებლო პირობებში. Rackmount სერვერების კარადში დასამონტაჟებლად აუცილებელია სპეციალური სამაგრები (ე.წ. "სალასკები"). სამონტაჟო დეტალების არ არსებობის შემთხვევაში სამაგრების ან სადგარის იჯარა ჩვენთან დამატებით სერვისებშია გათვალისწინებული.

    Rackmount სერვერებისაგან განსხვავებით Tower-კეისში აწყობილი კომპიუტერები შესაძლოა იყოს საყოფაცხოვრებლო დანიშნულებისაც, ჩვეულებრივი სამაგიდო კომპიუტერები. ასეთი ტიპის კომპიტერების განთავსება ხდება სპეციალურ სტელაჟებზე, მათ არ სჭირდებათ არანაირი სამაგრი დეტალები. Tower-კეისის ტიპის კომპუტერის განთავსების დროსაც თქვენ მიიღებთ ზემოთ ჩამოთვლილ უფასო სერვისებს.

    წარმადობის თვალსაზრისით Tower და Rackmount სერვერებში სხვაობა არაა.
  • რა არის იუნიტი?

    იუნიტებში, როგოც წესი, ზომავენ აპარატურის სიმაღლეს, 1 იუნიტი უდრის 45 მილიმეტრს. სტანდარტული რეკი იტევს 42 იუნიტს
  • რა იგულისხმება სერვერის სტანდარტულ კონფიგურაციაში?

    სერვერის სტანდარტული კონფიგურაცია მოიცავს მაქსიმუმ 3 მყარ დისკს CD-ROM-ის ჩათვლით, უფრო მეტი დამაგროვებელი მოწყობილობის არსებობის შემთხვევაში ტარიფი დაითვლება ინდივიდუალურად
  • როგორ განვასხვაოთ ATX კეისის ტიპები?

    • miniATX ტიპის კეისები (დასაშვები ზომები:25სმ х 17სმ х 17სმ)
    • ATX (Mini ან Midi Tower) ტიპის ჩვეულებრივი კომპიუტერის კეისი (დასაშვები ზომები: 20სმ х 40სმ х 50სმ)
    • FULLATX ტიპის კეისები (დასაშვები ზომები: 25სმ х 50სმ х 70სმ)
    • BigTower ტიპის კეისები (დასაშვები ზომები:25სმ х 70სმ х 70სმ).
  • რა არის ვირტუალური სერვერი VPS/VDS?

    სერვერების ვირტუალიზაცია თანამედროვე ტექნოლოგიაა რომელიც იძლევა საშუალებას ფიზიკურად ერთი სუპერ-სერვერის რესურსები დაყოს იზოლირებულ კონტეინერებად - ვირტუალურ სერვერებად. თვითოეული ვირტუალური სერვერი საწყისი ფიზიკური სერვერის ანალოგია და იგივენაირად წარმადია. კონტეინერებად დაყოფა შესაძლებლობას იძლევა ვირტუალურ სერვერებმა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად იმუშაონ და იქონიონ:
    • დამოუკიდებელი ფაილური სისტემა, საკუთარი ოპერაციული სისტემისთვის;
    • დამოუკიდებელი ოპერატიული მეხსერება, საკუთარი მოწყობილობების და პროცესების სამართავად;
    • დამოუკიდებელი ქსელური ინტერფეისი, გამოყოფილი რეალური IP მისამართისთვის;
  • რითი ჯობია ვირტუალური სერვერი ჩვეულებრივ სერვერს?

    root უფლებები და კონტროლი პროგრამულ უზრუნველყოფაზე
    ვირტუალური სერვერის იჯარისას თქვენ იღებთ სრულ კონტროლს სერვერზე. ჩვენ შეგვიძლია წინასწარ დაგიყენოთ არჩევით, ოპერაციული სისტემა მინიმულური კონფიგურაციით, დანარჩენს თქვენთვითონ წყვეტთ თუ რა პროგრამების დაყენება და გაშვება გსურთ თქვენს ვირტუალურ სერვერზე. root უფლებები გაძლევთ საშუალებას შექმნათ სამომხმარებლო ჩანაწერები, ჯგუფები, დააწეოთ ქვოტები დისკური სივრცის გამოყენებაზე, დააკონფიგურიროთ ქსელური ეკრანი და სხვა.
    აპარატურის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში სერვერი არ გაცდება
    თუ სერვერის რომელიმე მოწყობილობა გამოვიდა მწყობრიდან, პირველივე შეტყობინებისთანავე ჩვენ შევცვლით მას ახალი დეტალით ან გამოგიცვლით მთლიანად სერვერს. საკუთარი სერვერის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში თქვენ მოგიწევთ აპარატურის სერვის-ცენტრში გადატანა, სადაც დიაგნოზმა, დაზიანებული დეტალის შოვნამ და შეკეთებამ შესაძლოა რამნდენიმე კვირაც კი გაგაცდინოთ. ჩვენთან, სერვერის ქირაობისას, დეტალის შეცვლა დაიკავებს რამოდენიმე საათს, მთლიანი სერვერის კი მაქსიმუმ 1-2 სამუშაო დღეს.
    სარემონტო სამუშაოების ხარჯებს თქვენ არ გაიღებთ
    სარემონტო-პლოფილაქტიკურ, დიაგნოსტიკის და დაზიანებული დეტალის შეცვლის ყველა ხარჯებს გავწევთ ჩვენ, საკუთარი სერვერის შემთხვევაში ხარჯები სრულად თქვენი გადასახდელი იქნება.
    დამატებითი ფულად სახსრებს გამოიყენებთ ბიზნესის განვითარებისათვის
    ფულადი სახსრები რომელიც უნდა დახარჯოთ საკუთარი სერვერის საყიდლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბიზნესის განვითარებისათვის, მაგალითად რეკლამისთვის რომ სწრაფად მოიპოვოდ პოპულარობა.
    ნაკლები ფინანსური რისკები
    იმ შემთხვევაში თუ თქვენ სერვერი აღარ დაგჭირდებათ არ მოგიწევთ ფიქრი იმაზე სად და როგორ გაყიდოთ ნახმარი და ტექნოლოგიურად მოძველებული აპარატურა.
    ამორტიზაცია
    სერვერის ქიარობისთვის გაწეული ხარჯები ამცირებს მოგების გადასახადს, საკუთარი სერვერის შემთხვევაში მოგიწევთ მისი აყვანა ბალანსზე, ამორტიზაციის თანხების ჩამოწერა და ქონების გადასახადის გადახდა.
    განვადებით სერვერების გაქირავება
    შეგიძლიათ იქირავოთ სერვერი შემდგომში გამოსყიდვის საშუალებით. განვადების პირობები დგინდება ინდივიდუალურად.
მთავარი დახმარება ხშირად დასმული შეკითხვები


Copyright © 2010-2024 Predator LTD
საავტორო უფლებები დაცულია