სიახლეები

ვებ-გვერდის გაშვება!

28-იან-2012

დღეს გაეშვა ჩვენი ახალი პროექტი Connect.ge, თუმცა ამას წინ უძღოდა რამდენიმეთვიანი (თუ არა წელზე მეტი) აქტიური მუშაობა. გვინდოდა შეგვექმნა ისეთი რესურსი, რომელსაც განსხვავებული იქნებოდა ქართულ ინტერნეტ-სივრცეში ანალოგიური სერვისის მიმწოდებლებთან, ამასთან ერთად იქნებოდა სარგებლობის მომტანიც ქართველი მომხმარებლისთვის. შევეცადეთ სერვისების კატეგორიები შეგვექმნა მაქსიმალურად ყოვლისმომცველი, რათა ნებისმიერი მომხმარებლისათვის შესაძლებელი ყოფილიყო მაქსიმალურად მცირე დროში კონკრეტულად ის ინფორმაცია მიეღო, რომელიც დააინტერესებდა.

მომავალში შევეცდებით მრავალი საინტერესო ფუნქციის დამატებით მოვიზიდოთ ახალი მომხმარებელებლები, ამის მთავარი პირობა კი ჩვენი სერვისების მუდმივი განვითარება და განახლება იქნება. შევეცდებით ყოველთვის დავიცვათ კლიენტების ინტერესები, ვიყოთ მაქსიმალურ ყურადღებიანი მათ მიმართ და ვიმუშაოთ იმ პრობლემის გადაჭრაზე რაც ამ სფეროში მომხმარებლისთვის აქტუალურია.

შეგიძლიათ გამოთქვათ თქვენი აზრი საიტთან დაკავშირებით და შემოგვთავაზოთ საკუთარი იდეები.

 

პრედატორის ადმინისტრაცია

ბოლო სიახლეები »
 
მთავარი სიახლეები


Copyright © 2010-2024 Predator LTD
საავტორო უფლებები დაცულია