სიახლეები

მინი-ფეხბურთის ჩემპიონატი

02-ნოე-2011
ტურნირში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მოთამაშეს. იმისათვის რომ მოხვდეთ შეჯიბრებაზე, აუცილებელია შეკრიბოთ სულ ცოტა 6 მსურველი (5 ძირითადი და 1 სათადარიგო) და შექმნათ გუნდი. ტურნირის დაწყებამდე გვექნება წინასწარი შეხვედრა კაპიტნებს შორის სადაც შევათანხმებთ ყველა საკითხს, გადავწყვიტავთ შეხვედრების სისტემას და შევადგენთ შეხვედრების განრიგს. ჩვენი ევენტ მენეჯერი დაგიკავშირდებათ საკონტაქტო ნომრებზე და შეგატყობინებთ შეხვედრის ადგილს და დროს. ტურნირზე მონაწილეობის საფასური განისაზღვრება თვითოეული გუნდიდან 60 ბალანსის ერთეულით (5 ძირითადი და 1 სათადარიგო). ყოველ დამატებით სათადარიგო მოთამაშეზე დაწესებულია დამატებით 10 ბალანსის ერთეული (მაგალითად: 5 ძირითადი და 3 სათადარიგო მოთამაშის შემთხვევაში მონაწილეობის საფასური იქნება 80 ბალანსის ერთეული). დაუშვებელია ისეთი მოთამაშეების ჩაწერა გუნდში ვინც არ თამაშობს Linaeage II-ს ან World of Warcraft-ს (მონაწილეები გაივლიან შემოწმებას). დაუშვებელია ერთიდაიგივე მოთამაშის სხვადასხვა გუნდში ჩაწერა (ტრანსფერი), როგორც ძირითადი ასევე სათადარიგოს შემთხვევაშიც კი. დაუშვებელია თამაშის მიმდინარეობისას გუნდის გულშემატკივართა მიერ მოედანზე გადმოსვლა ან მსაჯთან შეკამათება. ასეთ შემთხვევაში მყისვე განიხილება ამ გუნდის დისკვალიფიკაციის საკითხი. დათქმულ დროს ძირითადი შემადგენლობით (5 წევრი) არ გამოცხადების შემთხვევაში გუნდს ავტომატურად ენიჭება დამარცხება. მსურველთა რეგისტრაცია იწყება 2 ნოემბერს და დამთავრდება 12 გუნდის განაცხადის შემოტანისთანავე. რეგისტრაციისათვის აუცილებელია გუნდის კაპიტანმა საკუთარი ექაუნტის ბალანსზე იქონიოს საჭირო თანხა და გაიაროს რეგისტრაცია შესაბამისი სერვერის საინფორმაციო სისტემაში. რეგისტრაციისას უნდა იქნეს მითითებული გუნდის დასახელება, ძირითადი და სათადარიგო ფეხბურთელების სათამაშო პერსონაჟების ("ჩარის") სახელები და გუნდის კაპიტანის საკონტაქტო ინფორმაცია (ნამდვილი სახელი და ტელეფონი). რეგისრაციის წარმატებით გავლისათვის კაპიტანს გაეგზავნება დასტურის წერილი ექაუნტის ელ.ფოსტაზე შემდგომი ინსტრუქციებით. პირველ ადგილზე გუნდის ძირითად შემადგენლობაში გამოსული 5 მოთამაშიდან თვითოეული მიიღებს: Reborn: S84 დონის Vesper საჭურველის მთლიან კომპლექტს: იარაღს SА-თი, სრული აბჯარის სეტს და ბიჟუტერიის ნაკრებს. Easy/Hard: S84 დონის დაენჩანტებული Vesper Noble საჭურველის მთლიან კომპლექტს: +26 იარაღს SА-თი, +21 სრული აბჯარის სეტს და +21 ბიჟუტერიის ნაკრებს. გუნდის კაპიტანს გადაეცემა ჩვენი ტურნირის გარდამავალი თასი. მეორე ადგილზე გუნდის ძირითად შემადგენლობაში გამოსული 5 მოთამაშიდან თვითოეული მიიღებს: Reborn/Easy/Hard: +1 გარანტირებულ ენჩანტს საჭურველის მთლიანი კომპლექტის თვოთოეულ ნაწილზე: იარაღზე, სრული აბჯარის სეტზე, ბიჟუტერიის ნაკრებზე (გარდა RB ბიჟუტერიისა).

წყარო: www.lineage2.ge
ბოლო სიახლეები »
 
მთავარი სიახლეები


Copyright © 2010-2024 Predator LTD
საავტორო უფლებები დაცულია